გაერო ჩრდილოეთი კორეის მიერ რაკეტების გაშვებას გმობს

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს ჩრდილოეთი კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას და ამ ნაბიჯს რეგიონულ და საერთაშორისო საფრთხედ აფასებს. შაბათს ჩრდილოეთმა კორეამ იაპონიის ზღვაში 7 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს რაკეტების გაშვება ვაშინგტონის გამოწვევად შეფასდა. შეერთებულმა შტატებმა მიიღო მკაცრი ზომები იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ჩრდილოეთი კორეის შეიარაღებაში დახმარებაში არიან ეჭვმიტანილი.