საქართველოს ვიცე-პრემიერი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს და მას საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას გადაუხდის თანამშრომლობისთვის. 1 აგვისტოს სხეფერი დატოვებს ალიანსის გენერალური მდივნის პოსტს. ბრიუსელში ვიზიტისას, ბარამიძე საქართველოს დეოკუპაციისა და ნატოში ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივაზე სასაუბროდ შეხვდება ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფოს მუდმივ წარმომადგენლებს.