ამერიკელმა და რუსმა დიპლომატებმა საქართველოზე ისაუბრეს

საქართველოში არსებულ ვითარებაზე მოსკოვში იმსჯელეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ უილიამ ბერნსმა. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს გარდა, კარასინმა და ბერნსმა ისაუბრეს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასა და დსთ-ის ქვეყნებთან რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებზე.