თბილისში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია

თბილისში, ხვიჩიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დილით აფეთქება მოხდა. გოგიძეების ოჯახის ბინასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა კარის გაღებისას ამოქმედდა. აფეთქებისას მსუბუქად დაშავდა დედა-შვილი, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. მომხდარის გამო, გამოძიება მიმდინარეობს და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.