ირანში დააპატიმრეს ცნობილი უფლებადამცველი

ირანში ხელისუფლებამ დააპატიმრა ცნობილი უფლებადამცველი, რომელიც თანამშრომლობს ირანელი მშვილობის ნობელიანტ, შირინ ებადისთან. მოჰამად ალი დადხანი ებადის უფლებადაცვის ცენტრის წევრია. ირანში 12 ივნისის არჩევნების შემდეგ 2000-მდე ადამიანი დააპატიმრეს.