ჩრდილოეთ კავკასიაში შეტაკებების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ინგუშეთ-ჩეჩნეთის საზღვართან უშიშროების ძალებთან შეტაკებების შედეგად 8 მეამბოხე დაიღუპა. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის განმარტებითაც, ყველა შეტაკება ანტიტერორისტულ ოპერაციებს მოჰყვა. იუწყებიან აგრეთვე, რომ დაღესტანში პოლიციელი მოკლეს ცეხცლსასროლი იარაღით.