ბრიტანეთმა ავღანეთში ომის გეგმა დაიცვა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ მილიბენდმა დაიცვა თავისი მთავრობის სტრატეგია ავღანეთში, საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე, რაც მოჰყვა ავღანეთში ბრიტანელ ჯარისკაცებს შორის დაღუპულთა რიცხვის ზრდას. სატელევიზიო გამოსვლისას მილიბენდმა უარყო ცნობები, თითქოს ბრიტანეთის არმიას სათანადო აღჭურვილობა აკლდეს. ბოლო ათ დღეში ავღანეთში 15 ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.