ბაიდენის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში აშშ–ის დელეგაცია იმყოფება

ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში ამერიკული დელეგაცია იმყოფება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად თბილისში ამერიკელი ექსპერტებისა და დიპლომატების ჯგუფი იმყოფება. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ჩამოსვლას მომავალ კვირაში გეგმავს, თუმცა, ვიზიტის ზუსტი თარიღი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამერიკელი სპეციალისტების შეხვედრების დასრულების შემდეგ გამოცხადდება.