ირანში ავიაკატასტროფა მოხდა

ირანში კატასტროფა განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელშიც წინასწარი ინფორმაციით,150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დაიღუპა. ირანის ტელევიზიის ცნობით, „ტუ“-ს მარკის თვითმფრინავი თეირანი-ერევნის რეისს ასრულებდა.