საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი უარყოფს ცნობებს მის გადადგომაზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ლევან ყუბანეიშვილმა უარყო საქართველოს საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელებული ცნობები, თითქოს ის თანამდებობიდან გადამდგარიყოს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყუბანეიშვილმა თქვა, რომ გადადგომაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს და არც არავითარი განცხადება დაუწერია, როგორც ეს ზოგიერთ ცნობაშია ნათქვამი. მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემაც განაცხადა, რომ ყუბანეიშვილს საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე ოფიციალური განცხადებით არ მიუმართავს.