ერაყში სამი ჯარისკაცი დაიღუპა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო სარდლობის ცნობით, საერთაშორისო კოალიციის სამი ჯარისკაცი დაიღუპა ხუთშაბათს, ჩრდილოეთ ერაყში მას შემდეგ, რაც სამხედრო ბაზას ცეცხლი გაუხსნეს ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმმტყორცნებიდან. დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ეროვნება არ ხმაურდება. თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.