სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ლორთქიფანიძე

20 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი - დიმიტრი ლორთქიფანიძე. საუბარი ეხებოდა პარლამენტში დაგეგმილი პოლიტიკური დებატების მიმართ არსებულ მოლოდინს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ვითარებას, მდგომარეობას საპატიმროებში და ა.შ.. ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პარლამენტში ახალ ინიციატივებზე ისაუბრებს, მათ შორის - ვადამდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რადიო თავისუფლების ეთერში ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმცირესობა აპირებს მიხეილ სააკაშვილს მოსთხოვოს ვეტო დაადოს გასულ კვირაში სამ კანონში: ”მანიფესტაციებისა და შეკრებების” და ”პოლიციის შესახებ” კანონებსა და ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექში” შეტანილ ცვლილებებს.