პაკისტანში 50 მეამბოხე და 3 ჯარისკაცი დაიღუპა

ხელისუფლების ცნობით, პაკისტანის ძალებმა ორ დღეში 50 შეიარაღებული მეამბოხე მოკლეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მომხდარი შეტაკებებისას. დაიღუპა სამი ჯარისკაცი. თალიბ მემაბოხეებზე შეტევა პაკისტანის ხელისუფლებამ აპრილის ბოლოს დაიწყო. საბრძოლო ოპერაციის მიმდინარეობის გამო თითქმის ორი მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. გასულ კვირაში პაკისტანის მთავრობა მათ სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ტერიტორია თალიბებისგან გაწმენდილია.