ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს და უკრაინას ალიანსის წევრობისთვის მზად არ მიიჩნევს

ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ამჟამად მზად არ არიან. ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში გამოსვლისას იაპ დე ჰოოპ სხეფერმა აღნიშნა, რომ არსებული შეთანხმებები ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობის ხარისხის დასადგენად ყოველწლიური სხდომების ჩატარებას ითვალისწინებს. ამავე გამოსვლისას გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსს განვითარების ახალი სტრატეგია სჭირდება, რადგან 21-ე საუკუნის პრობლემების მოგვარება წინა საუკუნის მეთოდებით და აზროვნებით არ შეიძლება. რუსეთთან ნატოს ურთიერთობაზე საუბრისას იაპ დე ჰოოპ სხეფერმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სრული მოცულობით უნდა განახლდეს.