მზის დაბნელება აზიაში

ოთხშაბათს მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები - ინდოეთი და ჩინეთი 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელ მზის დაბნელებას აკვირდებოდნენ. დაბნელება დაახლოებით 250 კილომეტრის სიგანის დერეფანიდან ჩანდა. მისი ნახვა დღეს ასობით მილიონ ადამიანს შეეძლო, თუმცა ზოგ მონაკვეთებში მზეს ზაფხულის სქელი ღრუბლები ფარავდა.