ავღანეთში აფეთქებებმა ორი ამერიკელი და ერთი ბრიტანელი იმსხვერპლა

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში აფეთქებების შედეგად ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი ბრიტანელი დაიღუპნენ. მრავალეროვანი კოალიციის წარმომადგენლებს მსხვერპლის შესახებ სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ.