H1N1 გრიპის ვირუსი უკვე 160-მდე ქვეყანაშია გავრცელებული

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ე.წ. ღორის გრიპის გამომწვევი ვირუსი H1N1 უკვე 160-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილების რიცხვი კი 800-ს აღწევს. ორგანიზაციამ დღეს გამოთქვა გაფრთხილება, რომ ვირუსი შესაძლოა კიდევ უფრო გავრცელდეს ზამთარში და მუტაცია განიცადოს. პირველი ვაქცინის დამზადება რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, რომელიც გაეროს უწყებაა, 11 ივნისს გამოაცხადა H1N1-ის პანდემია, გასულ კვირაში კი გააკეთა განცხადება, რომ საქმე ეხება ყველაზე სწრაფად გავრცელებად პანდემიას.