ერაყის ქურთთა ავტონომიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა

ერაყის ჩრდილოეთში, ქურთთა ავტონომიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეთა დიდი აქტიურობის შესახებ იუწყებიან. ამომრჩეველთა სიებში ორი მილიონზე მეტი ადამიანია, ერბილის, დაჰუკის და სულეიმანიას მცხოვრებნი. საარჩევნო ბუნების დახურვა ერთი საათით გადაიდო, რადგან ზოგიერთმა მოქალაქემ საკუთარი გვარი სიაში ვერ ნახა. რეგიონის პრეზიდენტის პოსტზე პრეტენციას აცხადებს ხუთი პირი, მათ შორის საუკეთესო შანსი ახლანდელ პრეზიდენტს, მასუდ ბარზანის აქვს.