საგარეო უწყება უარყოფს ცნობას გრიგოლ ვაშაძის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო პრესით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გრიგოლ ვაშაძემ შესაძლოა, მინისტრის პოსტი დატოვოს. სამინისტრომ მსგავს ცნობას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ გრიგოლ ვაშაძე საქმიანობას ერთ კვირაში, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ განაგრძობს