ნიგერიაში 65 ადამიანი დაიღუპა ექსტრემისტებისა და უშიშროების ძალების შეტაკებებში

სულ ცოტა, 65 ადამიანი დაიღუპა გუშინ და დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, ექსტრემისტულ დაჯგუფებასა და უშიშროების ძალებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად. აფრიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა, ნიგერია, თანაბრად არის დასახლებული ერთმანეთთან დაპირისპირებული მუსლიმებითა და ქრისტიანებით. ნიგერიელ ექტრემისტთა ლიდერი ბაკო ჰარამი, რომელიც მომავალი თავდასხმებით იმუქრება, უპირისპირდება დასავლურ განათლებას და შარიათის კანონის შემოღებას ითხოვს. შაბათს ექსტრემისტებისა და ნიგერიის უშიშროების ძალების შეტაკებებში 50-მდე ადამიანი დაიღუპა.