რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მტკიცებით, ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების საკითხზე კრემლი გავლენას არ ახდენს. ამის შესახებ პრეზიდენტმა მედვედევმა რუსეთის ტელეკომპანია HTB-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი სწორად არ მიიჩნევს, როცა ესა თუ ის სახელმწიფო-სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებას ხალხის გვერდის ავლით ცდილობს. მედვედევის აზრით, უკრაინასთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივადაა – ჩაატარეთ რეფერენდუმი და ყველასთვის ცხადი გახდება, სურს თუ არა უკრაინელ ხალხს ნატოში გაწევრიანება, ხოლო რაც შეეხება საქართველოს – ამ კითხვაზე პასუხი თავად ალიანსმა უნდა გასცეს.