ტალიავინიმ მოსკოვს მისიისთვის გადაცემული მასალებისთვის მადლობა გადაუხადა

აგვისტოს ომის გამო ევროკავშირის მიერ შექმნილი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი მოსკოვში იმყოფება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ჰაიდი ტალიავინიმ მოსკოვს მისიისთვის გადაცემული მასალებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მოხსენება მიუკერძოებელი იქნება.