ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აპირებს სასამართლოში უჩივლოს მოლდავეთს, რომლის ხელისუფლებამ კიშინიოვში საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჩასული 11 მეთვალყურე დააკავა. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისში გამთენიისას დაბრუნდნენ, აცხადებენ, რომ კიშინიოვის აეროპორტში უმძიმეს პირობებში იმყოფებოდნენ.