კოკოითიმ დე ფაქტო მთავრობა გადააყენა

ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ პრემიერი და მთავრობა გადააყენა. ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება. ასლანბეკ ბულაცევის გადაყენების ბრძანებას კოკოითიმ დღეს მოაწერა ხელი. ბულაცევის გადაყენებასთან დაკავშირებით კი, უფლებამოსილებები შეუწყდა დე ფაქტო მთავრობასაც. კოკოითის მთავრობაში აცხადებენ, რომ ბულაცევის გადაყენების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.