წვიმის გამო თბილისში 79 სამაშველო გამოძახება განხორციელდა

საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურმა სააგენტო „ინტერპრესნიუზს“ აცნობა, რომ ძლიერი წვიმის გამო, გუშინ თბილისში 79 სამაშველო გამოძახება განხორციელდა. წვიმის შედეგად განსაკუთრებით ისან-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონები დაზარალდა. მაშველები გამოძახებების დროს, ძირითადად, წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს აწარმოებდნენ. წყალდიდობის შედეგად ქალაქში არავინ დაშავებულა.