აშშ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტებს ლოკალურს უწოდებს

აშშ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარ ინციდენტებს ლოკალურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ისინი კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა გამოიძიონ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ფილიპ კროულის განცხადებით, აშშ დარწმუნებული არ არის, რომ საზღვარზე სროლის დამადასტურებელი მტკიცებულებები არსებობს. კროულიმ აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციის გამო, აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოს და რუსეთის ოფიციალურ პირებთან ინტენსიური კონტაქტი ჰქონდა.