საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები რეალობას სულ უფრო სცილდება. „ლავროვი ირწმუნება, რომ საქართველო დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობის საზომი აღარ არის, მაშინ, როდესაც ფაქტები სრულიად სხვა რეალობას ადასტურებს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა. მისივე შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა რადიკალური განცხადებების მხრივ, ერთგვარი შეჯიბრიც კი დაიწყეს, რათა თავი ვლადიმირ პუტინს მოაწონონ.