რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დახმარებას გააგრძელებს

რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას - ამის შესახებ, „რია ნოვოსტის“ ცნობით, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ანდრეი ნესტერენკომ. „რუსეთი გააგრძელებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოძმე ხალხებისთვის სოციალ-ეკონომიკური, ასევე, სახელმწიფოების თავდაცვისა და საზღვრების დაცვის სფეროებში მასშტაბურ დახმარებას“, - აღნიშნა ნესტერენკომ. მისივე თქმით, რეგიონში რუსი სამხედროების ყოფნა ამ რესპუბლიკების საიმედო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელი განვითარებისთვის პირობებს ქმნის.