ლიტვის საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს წმინდა გიორგის სახელობის ორდენი მიენიჭა

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა ცერემონია, რომელზეც წმინდა გიორგი სახელობის ორდენი მიენიჭა ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრას ვაიტიეკუნასს. ვაიტიეკუნასი ერთ-ერთი პირველი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე იყო, რომელიც თბილისში ჩაფრინდა რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების შემდეგ და სოლიდარობა და მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ქართველ ხალხს.