სოფელ კოშკიდან გატაცებულები გაათავისუფლეს

ოსური შეიარაღებული დაჯგუფების მიერ სოფელ კოშკიდან გატაცებული ხუთი ქართველი გაათავისუფლეს. ამ უკანასკნელთა თქმით, ისინი საქონლის მწყემსვისას დააკავა სამმა შეიარაღებულმა პირმა და მიზეზად „მათს ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა“ დაასახელა. შემდეგ დაკავებულები, დაკითხვის მიზნით, ცხინვალში წაიყვანეს. გათავისუფლებული ქართველები ჰყვებიან, რომ დაკავებულად ყოფნის დროს მათთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. გორის რაიონის სოფელი კოშკი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.