გიორგი ჭანტურია „პირველი არხის“ დირექტორი გახდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ პირდაპირ ეთერში ფარული კენჭისყრის მეშვეობით ახალი გენერალური დირექტორი - გიორგი ჭანტურია აირჩია. ჭანტურიამ რვიდან ხუთი ხმა მიიღო. საბჭოს დანარჩენ სამ წევრს კანდიდატი არ შემოუხაზავს.