ირანში დაკავებული ფრანგი ქალის განთავისუფლება საფრანგეთისთვის პრიორიტეტია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ირანში დაკავებული ფრანგი მოქალაქის, ფრანგულის მასწავლებელი ქალის, კლოტილდ რისის განთავისუფლებას უმაღლესი პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა. რისი ერთ-ერთია იმ ათეულობით დაკავებულს შორის, რომლებსაც ასამართლებენ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებთან კავშირის გამო. რისს ბრალად ედება ჯაშუშობა და დასავლეთის მცდელობისთვის ხელშეწყობა, დაამხონ მთავრობა.