“ამნესტი ინტერნეიშენალი” ირანს მოუწოდებს, უცხოელ მეთვალყურეებს მისცეს ირანში არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ბრალდებულთა სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება. ავტორიტეტიანი უფლებადამცავი ორგანიზაციის გენერალურ მდივან აირინ ხანის განცხადებით, თეირანში მიმდინარე, 100-ზე მეტი ბრალდებულის სასამართლო პროცესი ისეთ შთაბეჭდილებას სტოვებს, რომ მისი მეშვეობით ხელისუფლება ცდილობს ლეგიტიმურობა გამოაცალოს მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომლებიც ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა. ოპოზიცია ირწმუნება, რომ 12 ივნისის არჩევნები გაყალბდა.