ევროს მოქმედების სივრცეში რეცესიამ საგრძლობლად იკლო. 16 ქვეყანაში, სადაც ევრო მოქმედებს, მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში ევრო 0.1 პროცენტით დაეცა, წინა სამთვიან პერიოდთან შედარებით. წლის პირველ სამ თვეში კი 2.5-პროცენტიანი კონტრაქცია აღირიცხა. ევროპის ორმა წამყვანმა ეკონომიკამ - გერმანიამ და საფრანგეთმა - რეცესია გადალახა. აპრილსა და ივნისს შორის ამ ორ ქვეყანაში 0.3-პროცენტიანი ზრდა აღირიცხა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა ბანკმა - ფედერალურმა რეზერვმა - ოთხშაბათს განაცხადა, რომ რეცესია იქაც მცირდება.