გარდაიცვალა გიტარის ლეგენდა ლეს პოლი

94 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გიტარისტი, გამომგონებელი და ინოვატორი ლეს პოლი. მის მიერ შექმნილმა ლეგენდარულმა გიტარამ, რომელიც მისსავე სახელს ატარებს, როკენროლის ჟღერადობა გახადა შესაძლებელი. ლეს პოლს ეკუთვნის მრავალი გამოგონება, რომლებმაც დახვეწა და განავითარა მუსიკის ჩაწერის პროცესი.