ირანელი ოპოზიციონერი: აქციების ზოგიერთი მონაწილე ციხეში წამებით მოკლეს

ირანის სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ ზოგიერთი პირი, რომელიც არჩევნებისშემდგომი გამოსვლებისას დააკავეს, წამებით იქნა მოკლული. ამ განცხადებამდე, მეჰდი ქარუბი ამბობდა, რომ ციხეებში იყო საპრიტესტო აქციებზე დაკავებული პირების - როგორც ქალების, ისე მამაკაცების - გაუპატიურების შემთხვევები. ირანის ოფიციალური წარმომადგენლები ამ ბრალდებას ”უსაფუძვლოს” უწოდებენ. წამების სფეროში გაეროს საგანგებო მომხსენებლის აზრით, ცნობა, რომ ირანის აქციების მონაწილეებს წამებით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენებების მიცემას, უნდა გამოძიებულ იქნას.