დაკარგული სატვირთო გემის მფლობელმა გამოსასყიდის მოთხოვნა მიიღო

ორი კვირის წინ დაკარგული და გუშინ პირველად მიკვლეული გემის, “არკტიკ სიის” ფინელმა მფლობელმა გამოსასყიდის მოთხოვნა მიიღო. ამ ცნობას “ფრანც პრესი” ავრცელებს ფინეთის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. გემი, რომელსაც 15 კაციანი რუსული ეკიპაჟი ჰყავს და რომელიც მალტის დროშის ქვეშ დაცურავს, პარასკევს კაბო ვერდეს კუნძულებთან, აფრიკის დასავლეთ სანაპიროსთან შენიშნეს. ეკიპაჟთან კონტაქტი ჯერ არ დამყარებულა. რუსეთი არეალში თავისი ფლოტის გემებს აგზავნის.