ბაღდადის შიიტთა უბანში ორ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ბაღდადში, შიიტთა უბანში, რესტორანში, ორი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიხოცა, 18 დაშავდა.
დღესვე ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ არ აპირებს მოსახლეობის აღწერის ჩატარებას, რაც ბოლო 20 წელიწადში პირველად იყო დაგეგმილი. მთავრობა შიშობს, რომ აღწერის შედეგები გაამწვავებს ტერიტორიულ დავას ჩრდილოეთში, არაბებსა და ქურთებს შორის.