ნაზრანში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ნაზრანში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, 20 ადამიანი დაიღუპა. საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია 118 ადამიანი, რომელთაგან 10 მძიმე მდგომარეობაშია. ინგუშეთის ხელისუფალთა ცნობით, ნაზრანის შს-თა განყოფილების შენობას დანაღმული ავტომანქანით შეეჯახა თვითმკვლელი ტერორისტი. რესპუბლიკის პრეზიდენტის იუნუს-ბეკ ევკუროვის განცხადებით, ტერაქტი მიზნად ისახავდა პანიკის შექმნას და ინგუშეთში ვითარების დესტაბილიზაციას. მომხდარის გამო, რესპუბლიკაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.