ნიქოზელი გიორგი მინდიაშვილი გაათავისუფლეს

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე დაკავებული გიორგი მინდიაშვილი უკვე გაათავისუფლეს. სოფელ ნიქოზის მკვიდრი რუსმა სამხედროებმა და ოსმა სამართალდამცავებმა შუადღისას, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააპატიმრეს და ცხინვალში გადაიყვანეს.