ირანის რეფორმატორული პარტიის ლიდერის, მეჰდი ქარუბის თქმით, მისი გაზეთი დროებით დახურეს, მას მერე, რაც მასში დაიბეჭდა ბრალდებები, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ციხეში გააუპატიურეს. მეჰდი ქარუბის ვებსაიტის თანახმად, გაზეთი "ეტემად ე მელი" კვირას საღამოს დახურეს პროკურატურის ბრძანებით. ქარუბიმ ხელისუფლება განარისხა ბრალდებებით, რომ ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები ციხეში გააუპატიურეს მას მერე, რაც ივნისში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევას მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ქვეყანაში.