ბარაკ ობამა: თალიბებთან და ალ ყაიდასთან ბრძოლა არ იქნება სწრაფი და იოლი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ომის ვეტერანებთან შეხვედრისას, ქალაქ ფენიქსში ხაზი გაუსვა ამერიკელი სამხედროების ყოფნის საჭიროებას ავღანეთში, რათა აშშ-ის ხალხი ტერორისტული თავდასხმებისგან იყოს დაცული. ერაყთან დაკავშირებით, ობამამ გაფრთხილება გამოთქვა, რომ ერაყში, როცა ერაყელები ქვეყანას თვითონ გააკონტროლებენ, მეტი უაზრო თავდასხმა შეიძლება მოხდეს და მეტი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცოს.