მედვედევი და პერესი სოჭში მართავენ შეხვედრას

რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესს ქალაქ სოჭში მასპინძლობს, ახლო აღმოსავლეთთან და ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ. ”ჩვენ შეიძლება შევეხოთ როგორც რუსეთ-ისრაელის კავშირების საკითხს, ისე ახლო აღმოსავლეთის [პრობლემის] გადაჭრას, და სხვა რეგიონულ პრობლემებსო” - განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს მოლაპარაკების დაწყებისას. პერესის თქმით, ის ამ შეხვედრაზე ”დიდ იმედებს” ამყარებს. სავარაუდოდ, მედვედევი და პერესი ასევე ისაუბრებენ მოსკოვის სურვილზე, უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის შესახებ. ჯერჯერობით ამ კონფერენციის თარიღი დადგენილი არ არის.