ინგუშეთში ტერაქტის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

ნაზრანში, ორშაბათს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. ინგუშეთის ხელისუფალთა ცნობით, ნაზრანის შს-თა განყოფილებასთან განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, 10 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა მიჩნეული. ინგუშეთში გამოცხადებული სამდღიანი გლოვა დღეს დასრულდება.