ბაღდადში ტერაქტების შედეგად 95 ადამიანი დაიხოცა

სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა ბაღდადში აფეთქებების შედეგად. სამასამდე ადამიანი დაშავდა. დანაღმული ავტომანქანები განსაკუთრებულად დაცულ, ე.წ. მწვანე ზონაში მდებარე სამთავრობო დაწესებულებებთან, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მახლობლად, პრაქტიკულად, ერთდროულად აფეთქდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა დაგმო ტერაქტები და განაცხადა, რომ მათი სამიზნე, ჩანს, ერაყის სუვერენიტეტის სიმბოლოები იყო.