ირანის პრეზიდენტი კაბინეტის შემადგენლობას გამოაცხადებს

ირანის პარეზიდენტი, მაჰმუდ აჰამადინეჟადი, დღეს, თავისი მეორე, ოთხწლიანი მმართველობის პერიოდის, ახალი კაბინეტის შემადგენლობას წარუდგენს პარლამენტს. მასში, სულ მცირე, სამი ქალი შეიძლება შევიდეს. ისლამური რესპუბლიკის 30 წლიან ისტორიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევა იქნება.