დღეს ცივი ომის დროს აღმოსავლელ გერმანელთა პირველი მასობრივი გაქცევის 20 წლისთავია

გერმანიის და უნგრეთის ლიდერები დღეს აღნიშნავენ დასავლეთში საბჭოთა ბლოკიდან აღმოსავლელ გერმანელთა პირველი მასობრივი გაქცევის 20 წლისთავს. 19989 წლის 19 აგვიტოს, რამდენიმე ასეულმა აღმოსავლეთ გერმანელმა შეძლო უნგრეთიდან ავტსრიაში გაქცევა იმის მეოხებით, რომ ისინი უნგრეთის სასაზღვრო ჯარმა არ შეაჩერა. ავსტრიის და უნგრეთის საზღვარზე ამ დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაში უნგრეთის პრეზიდენტმა, ლასლო შოიომიმ და პრემიერმა გორდონ ბაინაიმ, გერმანიის მხრიდან, კანცლერმა ანგელა მერკელმა მიიღეს მონაწილეობა.