უფლებადამცავები და ჟურალისტები გმობენ ავღანეთში მედიის შეზღუდვას

ავღანეთში ულებადამცავებმა და ჟურნალისტებმა დაგმეს ავღანეთის მთავრობის მოწოდება დასავლეთის და ავღანეთის მედია საშუალებებისადმი, არ გააშუქონ ხუთშაბათის არჩევნების დღეს ძალადობრივი თავდასხმების შემთხვევები. მთავრობა შიშობს, რომ ეს დააშინებს ხალხს და არჩევნებში მონაწილეობას ხელს შეუშლის. მთავრობის მოწოდება მოჰყვა ბოლო დღეებში ძალადობის აქტებს.