ირანის ოპოზიციის ლიდერს გაუპატიურების ბრალდების გარშემო შეხვედრა სურს

ირანის ოპოზიციის ლიდერმა მეჰდი ქარუბიმ მოუწოდა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, გამართონ შეხვედრა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება დამადასტურებელი ფაქტები, რომ არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლების ზოგიერთი მონაწილე, საპატიმროში გააუპატიურეს. ცნობით, ქარუბიმ მოწოდება გაუგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანის. ლარიჯანიმ გასულ კვირას უარყო ქარუბის ეს ბრალდება.