ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა, რუსეთში, სოჭში, რუს კოლეგა დმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვი მას დაპირდა, რომ გადახედავს ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვის საკითხს. პერესის თქმით, თეირანისთვის “ეს-300” ტიპის რაკეტების მიყიდვა დაარღვევს ძალთა წონასწორობას ახლო აღმოსავლეთში. რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემების ირანისთვის მიყიდვის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერა, მაგრამ ჯერ არ მიუწოდებია.